შ.პ.ს. “ლაბა პლუსის” ხელმძღავანელი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტრაქტორის მითვისებაში ადანაშაულებს. აღმასრულებელ ორგანოში განმარტავენ, რომ ამ ტექნიკასთან “ლაბა პლუსს” კავშირი არ აქვს. აღნიშნული ტრაქტორი ოფიციალურად სამხარეო რწმუნებულის აპარატმა თვითმართველობას მთებში მისასვლელი გზების რეაბილიტაციისათვის გამოუყო.