,,ქართულ ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბი განახლებული შემადგენლობით ჩამოყალიბდა. კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციას ამიერიდან მალხაზ ჟუჟუნაძე უხელმძღვანელებს. ახალი თანმდებობის გამო მან ახალციხის მუნციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოსტი ორ თვე ნახევრით დატოვა. მალხაზ ჟუჟუნაძესთან ერთად, იმავე მიზეზით, უფლება–მოსილება გამგებლის მრჩეველს, გოჩა პარუნაშვილსაც შეუჩერდა.