”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

arsena   ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას დღეიდან არსენ ბალახაშვილი შეასრულებს. გამგებლის ყოფილი მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ნებართვით დაინიშნა.

    „ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სიმონ პარუნაშვილს მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს. ამის გამო, დროებით მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე არსენ ბალახაშვილი დაინიშნა“ – განუცხადა „ექოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გივი ენდელაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიმონ პარუნაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით  27 აგვისტოს დააკავა. სასამართლო განჩინებით მას და გამგებლის მოადგილეს რატი ტატალაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ.

სასამართლო პროცესი 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული. შესაბამისად, არსენ ბალახაშვილი გამგებლის მოვალეობას ამ დრომდე შეასრულებს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სიმონ პარუნაშვილს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს, იგი გამგებლის პოსტს შეინარჩუნებს.

არსენ ბალახაშვილს დღემდე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2008 წლის ივლისის თვეში დაინიშნა.

Information

This entry was posted on 02/09/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე