”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მამუკა ვაშაყმაძე: ,,არც ერთი მუსლიმი ახალციხეში არ მიდის, ისინი მინარეთს ჭელაში ელოდებიან”

მინარეთი ჭელა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  სოფელ ჭელის მუსლიმი მოსახლეობა ახალციხეში მართლმადიდებლების აქციისკენ მიემართება – სამცხე–ჯავახეთის მუფთი უარყოფს. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის შეთანხმება მიღწეულია. მუსლიმთა სულიერი ლიდერი ახალციხეში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები სამწუხაროა და მის მოგვარებაში არა მარტო საპატრიარქო, არამედ სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული.  ,,არც ერთი მუსლიმი ადამიანი ახალციხეში არ მიდის, ისინი მინარეთს  სოფელ ჭელაში ელოდებიან. არ ვაპირებთ მართლმადიდებლებთან შეწინააღმდეგებას. ვთვლით, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჩვენს მართლმადიდებელ ძმებთან დაპირისპირება”–განაცხადა ,,ექოსთან” სატელეფონო საუბარში მამუკა ვაშაყმაძემ.

Information

This entry was posted on 29/08/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე