”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ტერიტორიას არ ტოვებს

minaret.    ახალციხეში გამართული აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი სადგურის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე არ ტოვებს. როგორც ადგილობრივი მკვიდრი, როინ თაქთაქიძე აცხადებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ღამეს აქციის ადგილზე გაათენებენ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელ მოსახლეობას დღეს ქორეპისკოპოსები – მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი შეხვდნენ და მათ საპატრიარქოს გადაწყვეტილება გააცნეს. ლოცვა–კურთხევის საფუძველზე მოსახლეობა დაიშალა, თუმცა გარკვეული ჯგუფი ტერიტორიას მაინც არ ტოვებს. ისინი სამართლებრივ გარანტიას ითხოვენ, რომ სოფელ ჭელაში მინარეთი აღარ დამონტაჯდება.

   “მეუფისგან მოვისმინეთ გარანტია, ახლა სამართალდამცველებისგან გვინდა იგივე გარანტია მივიღოთ, ამის შემდეგ შეიძლება დავიშალოთ” – აცხადებს ადიგენის ერთ–ერთი მკვიდრი.

აქცია ახალციხეში დილიდან გაიმართა, სადაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის ხელახალი დამონტაჟების გადაწყვეტილება მართლმადიდებელმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

Information

This entry was posted on 29/08/2013 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე