ადიგენის გამგებელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. სიმონ პარუნაშვილის პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 27 აგვისტოს დააკავა.