26.08.2013წ. სამმართველოსთან შეკრებილები მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას გვიან ღამემდე ითხოვდა. პოლიციამ 26 აგვისტოს მხოლოდ 12 მათგანი გაათავისუფლა. 9 პირზე კი საქმე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კუთხით აღიძრა. ადიგენელ მუსლიმებს მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში უერთდებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სპეცრაზმმა მათზე ძალმომრეობა განახორციელა და სასტიკად სცემა. მათი თქმით ნაცემები არიან დაკავებული პირებიც, თუმცა სამმართველოდან გათავისუფლებულები მედიასთან მომხდარს უარყოფდნენ.