”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქეთი ბებიაშვილი: ,,დაკავებულებს პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ”

ქეტიამ დროისათვის,  ახალციხის რაიონულ სასამართლოში 3 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა, ბადრი და ემზარ ჩოგაძეებს და დავით ბერიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის გათვალისწინებით, ( სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა) თითოეულს  400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. პროცესს ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მაია გრძელიშვილი. როგორც ,,ექოს“ საიას გორის ოფისის  ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა განუცხადა, სამივე  დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე,  დაკავებულებს არ ჰყავდათ ადვოკატი. სამივე მათგანმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჰქონდათ თუ არა  ადვოკატის აყვანის უფლება, მათ არ იცოდნენ. ამბობენ, რომ ადვოკატის არსებობის შემთხვევაში განსხვავებულ ჩვენებებს მისცემდნენ. ბადრი ჩოგაძე არასრულწლოვანია და მის პროცესს მამა ესწრებოდა.  პროცესს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი უძღვებოდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე