ამ წუთებში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ჭელაში მომხდარი ინცინდენტის დროს დაკავებული 6 პიროვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე აღიძრა. სასამართლო პროცესს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ესწრება. შეგახსენებთ, ამ დრომდე დაკავებულია 9 ადამიანი, დანარჩენი 3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 353 მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც 4–დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამის შესახებ ,,ექო” პროცესის დასრულებისთანავე გიამბობთ.
You must be logged in to post a comment.