”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან გზა გადაკეტეს

ffამ წუთებში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან 100–მდე ადამიანმა გზა გადაკეტა. ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა  ჭელაში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს საპატრულო ეკიპაჟს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭელაში დაკავებული 21 ადამიანიდან 9 მათგანი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. აქციის მონაწილეებს ამ წუთებში ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ხვდება. თუ როგორ განვითარდება მოვლენები  ,,ექოს” გადამღები ჯგუფი ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

Information

This entry was posted on 27/08/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე