„ახალციხე–ტრანსის” გენერალური დირექტორი „მეცხრე არხის” საშუალებით განცხადებას ავრცელებს. აშოტ კავალერიანის თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ კომპანია გააუქმა და მათი ფუნქციები ახალციხის ავტოსადგურს დაუქვემდებარა, უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. დირექტორი ამბობს, რომ ამ ბიზნესში დღეისათვის ახალციხეში კონკურენცია არ არსებობს, რის გამოც მგზავრობის პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება და ხარისხი დაბალი