სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა” 2013 წლის მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
რა სახის პროექტების წარდგენაა შესაძლებელი ფონდში – ამასთან დაკავშირებით, დღეს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გაიმართა. „ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” დირექტორის მოადგილემ ადგილობრივებს კონკურსის პირობები გააცნო.