ახალციხის ავტოსადგურში დაწყებული დავა სასამართლოში განიხილება. პრობლემა მას შემდეგ დაიწყო, რაც შ.პ.ს. „მგზავრის” კომპანიონმა ფირმამ სამარშუტო ტაქსები 3 ახალი მიკროავტობუსით ჩაანაცვლა. კომპანიის შეთავაზებაზე – მძღოლებს ახალი ტრანსპორტი ემართათ – შ.პ.ს. „პროფესიონალის” წევრებმა უარი მიზერული ანაზღაურების გამო განაცხადეს. მიუხედავად ამისა, ჩანაცვლება მაინც მოხდა. სამარშუტო ტაქსების მძღოლებს კი მგზავრის აყვანა აეკრძალათ. ამიტომ მათ სამსახურის შენარჩუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს.