საჯარო სკოლების დირექტორების სერთიფიცირების პროცესი დასრულდა. ახალციხეში გამოცდები პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში გაიმართა. ტესტირებაზე ორი დღის განმავლობაში დარეგისტრირებული 40 მსურველიდან მეხუთე სკოლაში 4 ადამიანი არ გამოცხადდა, ხოლო პირველ სკოლაში სრული დასწრება დაფიქსირდა.