ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ მაყურებელს დაემშვიდობა. 21 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხმა მაუწყებლობა შეაჩერა.
ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის ოჯახმა მიიღო. ამის მიზეზად კი ის უხერხულობა დახელდა, რომელსაც ტელეკომპანია მფლობელს უქმნდა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „მეცხრე არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9″–ას გასხვისებას არჩევნებში გამარჯვებისთანავე აპირებდა, თუმცა თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობის გამო მედიასაშუალებების მუშაობა ათი თვით გახანგრძლვდა.