ბაკურიანში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უცხოელი და ქართველი პროფესორები ლექცია–სემინარებს უტარებენ. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან ჩართულნი. სემინარების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაეცნო. თამარ სანიკიძე საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.