,,ცხელი არჩევნები” –ასე ჰქვია თომა ჩაგელიშვილის ფილმს, რომლის ჩვენებაც ახალციხეში მოეწყო. დოკუმენტური მასალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ორი პოლიტიკური ძალის საქმიანობას აღწერს, რომლებიც საკუთარი უპირატესობისათვის სხვადასხვაგავარ მეტოდს იყენებდნენ.