სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ფულად კომპენსაციას მოითხოვს
ძლიერმა სტიქიამ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა. ადგილობრივები სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.