საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასში შესატანი ცვლილებები– ეს საკითხები კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის წევრებმა ახალციხეში განიხილეს. სამართლებრივი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმ სიახლეებს გაეცნენ, რომლებიც 2009–2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადდა.