”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ირაკლი ალასანია:”ჩვენ მთელს საქართველოში ვავითარებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას”

3თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან, მის მოადგილეებთან, პოლკოვნიკებთან არსენ ცუხიშვილთან და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. ცენტრის მეთაურმა ირაკლი ალასანიას ბაზაზე არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს და არსებულ პრობლემებსაც გაეცნო.
თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ ადგილზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესახებ ისაუბრა. თავდაცვის მინისტრი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის სწავლებასაც დააკვირდა.
„ადგილზე დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ორფოლოს პოლიგონზეც ამოვედით, წვრთნებს ვაკვირდებით. სწავლება საკმაოდ მაღალკვალიფიციურად მიმდინარეობს. ჩვენ მთელს საქართველოში ვავითარებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომ ჩვენს მეომრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ღირსეულად გაიწვრთნან და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის საავტომობილო სკოლა და ახალქალაქის ბაზა მოინახულა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=UwnD8PYjzwk

ინფორმაცი, თავდაცვის სამინისტროს facebook-ის  ოფიციალურ  გვერდზე გავრცელდა

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე