ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაცის ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. მათი თქმით, ამით ხელისუფლებას გარკვეულ დროს მისცემენ, რათა სოფელ ჭელაში არსებული სიტუაცია მოგვარდეს და ორი სარწმუნოების მქონე მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.