ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში დანით შეირაღებულმა პირმა მოხუცი ცოლ-ქმარი დაჭრა. როგორც დაზარალებული აიგაზ ნაქარიანი ყვება, მხედველობის პრობლემის გამო მან თავდამსხმელი კარგად ვერ დაინახა. იგი ბინაში საღამოს 18 საათისთვის ყვირილით შეიჭრა, რის შემდეგაც ქალს გულ–მკერდის, მამაკაცს კი მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. აიგაზ ნაქარიანი ირწმუნება, რომ მისთვის გაურკვეველია რა მიზეზით დაჭრა ცოლ–ქმარი თავდამსხმელმა. ამბობს, რომ იგი არც ფულს ითხოვდა და არ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.