ასპინძის გამგებელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, ამჯერად სოფლის რწმუნებულებს მოსთხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “მე–9 არხი” მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ცაბაძეს ვერ დაუკავშირდა, თუმცა სოფლების საროსა და ნიჯგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ესაუბრა.
“გამგებელმა რამდენიმე დღის წინ თათბირზე დაგვიბარა და მოგვთხოვა, რომ განცხადებები დაგვეწერა და მშვიდობიანად წავსულიყავით. მე განცხადება უკვე დავწერე, ალბათ თანამდებობიდან ოფიციალურად ორშაბათის თათბირზე გამათავისუფლებს”–განაცხადა “ექოსთან” სატელეფონო საუბარში ოთარ ლონდარიძემ.
რწმუნებულის განმარტებით, განცხადება 11 რწმუნებულიდან, მხოლოდ ოთხს არ დაუწერია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “სამართლიანმა არჩევნებმა” სადაც ნათქვამია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მსგავსი ქმედება უკანონოა.
You must be logged in to post a comment.