ადიგენში ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის” ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მშვიდობიანი აქციის საჭიროება სოფელ ჭელაში, ისლამური სალოცავის გვერდით მინარეთის დადგმამ გამოიწვია.