„მესხური ფესტივალი 2013″ – ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის” ორგანიზებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, 3 აგვისტოს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება, სადაც შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. ფესტივალის თანაორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტია. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები და ესტრადის მომღერლები მიიღებენ.