30 ივლისს მართმადიდებლურმა სამყარომ წმინდა მარინეს ხსენების დღე იზეიმა. ახალციხელმა მორწმუნეებმა დღესასწაული განსაკუთრებულად რაბათში წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს. საზეიმო წირვა–ლოცვის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ორი მღვდელმსახური დააჯილდოვა.