ოზურგეთის თეატრმა ახალციხეში გასტროლები დაამთავრა. მსახიობებმა მაყურებელს დღეს ბოლო სპექტაკლი ოთარ ბაღათურიას ”მეფე ლირი თავშესაფარში” შესთავაზა. სცენარის მიხედვით მოქმედება ერთ-ერთ თავშესაფარში ხდება. შენობა იყიდება, რასაც მობინაადრეები სასტიკად ეწინააღმდეგებიან.