ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა დღეს შალვა დადიანის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გუშინდელნი???“ წარმოადგინეს. გაღატაკებული აზნაურების ყოფა–ცხოვრება და რუსი ჩინოვნიკების დამოკიდებულება ქართველებისადმი – მსახიობებმა ადგილობრივი მაყურებელის წინაშე მე–19 საუკუნის საქართველო გააცოცხლეს.