ჯანდაცვის სამინისტრო ვეტერანთათვის საყოველთავო დაზღვევის ახალი პაკეტის შემოღების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რომელთაც ჯამრთელობის დაზღვევა არ ჰქონიათ, ამიერიდან გარკვეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით ისარგებლებენ. აღნიშნულ ცვლილებებს ახალციხელი ვეტერანები გამოეხმაურნენ.