მედიატური ბორჯომის ჩამომსხმელ ნომერ 1 ქარხანაში. კომპანია ,,IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორის მოადგილემ რეგიონული და ცენტრალური ტელეკომპანიების ჟურნალისტებს უმასპინძლა. კორესპონდენტებს ლევან ბაღდავაძემ ქარხანა და მინერალური წყლების პარკი დაათვალიერებინა. მან ბორჯომში რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ლევან ბაღდავაძემ მოსახლეობის გამოსვლა ბიზნესისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად შეაფასა.