22 მეტრი სიმაღლის მინარეთი და მის გარშემო გაჩენილი გაურკვევლობა–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით ისლამის მიმდევრებმა მინარეთი დადგეს. დასახლების მუსლიმი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქმედებით ისინი ქრისტიანი მეზობლების უფლებებს არ შეზღუდავენ. აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სწავლობს, რომელთან დაკავშირებითაც წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას მომავალ კვირას გეგმავენ.