პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია პროექტი, რომლის საფუძველზეც, სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე შეჩერდება. ცვლილებები “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში და “სამოქალაქო კოდექსში” შედის. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეა.