”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეს საბაჟოზე 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს

დოლარისამართალდამცველებმა ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული 100 000 აშშ დოლარი ამოიღეს.  შსს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის საქართველოს ტერიტორიაზე მალულად შემოტანას ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ჰასან ა. საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა.
ჰასან ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილი არადეკლარირებული თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Information

This entry was posted on 22/07/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე