”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აბასთუმნის აბანოებში თურქეთის მოქალაქე დაიღუპა

აბასტუმანიდღეს კურორტ აბასთუმანში მდებარე ე.წ. გოგირდის აბანოებში, თურქეთის მოქალაქე დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს  აუზში ჩასვლისთანავე გულის შეტევა  დაემართა, რამაც მისი  გარდაცვალება გამოიწვია.

,,ამბობენ, რომ თურქეთის მოქალაქეს წყალში ჩასვლისთანავე გულმა დაარტყა. მე  ადგილზე არ ვიყავი და არაფერი დამინახავს, თანამშრომლები ამბობენ, რომ ხანდაზმულ მამაკაცს მანამდე ინფარქტი ორჯერ ჰქონდა გადატანილი”–აცხადებს აბასთუმნის აუზების მეპატრონე გენადი ენდელაძე. მისი თქმით ცხედარს ამ წუთებში ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება. დეტალებს ,,ექო” მოგვიანებით მოგაწვდით.

Information

This entry was posted on 22/07/2013 by in ანონსი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე