საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მასში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგელებმა მიიღეს. მონაწილეებმა შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილების სამი პროექტი განიხილეს.