”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასამართლომ ხვედელიანის გათავისუფლების შესახებ სამოტივაციო ნაწილი პროკურატურას გადასცა

sasamarto ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ოთხი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, საოლქო პროკურატურას უკვე გადასცა.

” სამოტივაციო ნაწილი ხვედელიანისა და მასთან ერთად გათავისუფლებული კიდევ ოთხი პირის განაჩენის შესახებ, სასამართლომ უკვე გადმოგვცა. ამჟამად, მისი განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც საჩივარს მოვამზადებთ, ამისთვის კი დრო გვჭირდება. დაახლოებით, ათ დღეში საჩივარი მზად იქნება და იმასაც გეტყვით, რა მოტივი დაუდო საფუძვლად, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მისი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს”–განაცხადა “მე–9 არხთან” საუბრისას  საოლქო პროკურორმა გიორგი პაპუაშვილმა.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძეს, ალექსანდრე ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 3 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კანონით გათვალისწინებულ 14 დღის ვადაში კი მართლმსაჯულებას  სამოტივაციო ნაწილი უნდა წარედგინა, იმის შესახებ თუ რის საფუძველზე მოხდა დაკავებულთა გათავისუფლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე