”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ელექტროდენით თევზაობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

111 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გია ცაგარეიშვილთან ერთად თევზჭერის წესების დარღვევისთვის კანონის გამკაცრების შესახებ ისაუბრა.

დღეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ცვლილებები ძალაში შევიდა.

გოგალაძის თქმით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამვლავი ნივთიერებებით თევზის, ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურება, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის მოპოვებისთვის, ჯარიმა რომელიც 400-დან 10000ლარამდე შეადგენდა, 2000-დან 4000 ლარამდე იზრდება.

ოგალაძის თქმით, ცვლილება მოპოვებული თევზის, სამართალდარღვევის იარაღის და სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციასაც ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში, პირის სისხლის სამართლებირივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გია ცაგარეიშვილის თქმით, კანონის ცვლილებების ფარგლებში ზოგიერთი მუხლი უფრო ლიბერალური გახდა.

„თუ ცვლილებამდე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესების დარღვევისთვის ჯარიმასთან ერთად ანკესის და თევზის ჩამორთმევა იყო გათვალისწინებული, ცვლილების მიხედვით პირველ ჯერზე ჯარიმასთან ერთად მხოლოდ უკანონოდ მოპოვებულ თევზს ჩამოართმევენ და არა თევზჭერის იარაღს,“ – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე