საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი ფორმა ექნება. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. “ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გავუზიარე “დემეტრე 96″-ის ხელმძღვანელობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ შეცვლილიყო, ამიტომ დღეიდან უკვე ახალი ფორმა ექნებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ქსოვილის ხარისხი არის ძალიან მაღალი – ორმაგად მაღალი ვიდრე აქამდე იყო. გმირ ჯარს, რომელიც მზადაა სიცოცხლის ფასად შესწიროს თავი ქვეყანას, მუშაობის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ ვითარების ფუნდამენტურად შეცვლა”, – განაცხადა ალასანიამ.
You must be logged in to post a comment.