პოლიციის სისტემის დეპოლიტიზირების მიზნით, კანონში ახალი პრინციპი – პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვის პრინციპი იდება. პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი ამბობს, რომ პოლიციელმა საკუთარი უფლებამოსილება უნდა განახორციელოს უპარტიობის პრინციპის დაცვით და არა აქვს უფლება, თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს.
“ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ სისტემა იყოს დეპოლიტიზირებული და თითოეულმა პოლიციელმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად და ყოველგვარი პარტიული ინტერესისგან დამოუკიდებლად”, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებს ლევან იზორია “პოლიციის შესახებ” ახალ კანონპროექტს აცნობს. კანონპროქტი, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტს გასულ კვირას წარედგინა.
“ინტერპრესნიუსი”
You must be logged in to post a comment.