ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. სახელმწიფოს დახმარება, კი, რომლითაც ყველა გლეხს უნდა ესარგებლა, ზოგიერთისთვის უშეღავათო აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტის 409 მაცხოვრებელი სასოფლო–სამეურნეო ბარათების გარეშე დარჩა. რამ გამოიწვია პროცესის გაჭიანურება და რატომ არ მოახდინა სამინისტრომ რეაგირება მრავალჯერ გადაგზავნილ სიებზე. მომხდარში სოფლის ყოფილი და ამჟამინდელი რწმუნებულები ერთმანეთს ადანაშაულებენ.