12 ივლისს ონკოლოგიურ დაავადებებზე ახალციხელმა და კლინიკა მედულას ექიმებმა ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრა „უნიმედი სამცხეში” გაიმართა, რომელსაც ორგანიზება კლინიკა მედულას წარმომადგენლებმა გაუწიეს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის კონფერენცია მათ პროფესიულ წინსვლას ხელს შეუწყობს.