”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს

9 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს.

მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, წინა კვლევის მსგავსად, პატრიარქს აქვს – ილია II გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს.

კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 69%-ს. მარტის თვეში ეს მონაცემი 75% იყო.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 45%-ს. ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, მარტის თვის მონაცემების მსგავსად, მოსწონს 48%-ს.

ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის, მიმართ მოწონება მარტის16%-დან 21%-მდეა გაზრდილი. სალომე ზურაბიშვილი მოსწონს 38%-ს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსწონს 61%-ს. მარტის თვეში პარლამენტის თავმჯდომარე 66%-ს მოსწონდა.

ეკა ბესელიას მიმართ მოწონება წინა თვესთან შედარებით თითქმის უცვლელია – ის 52%-ს მოსწონს.

თინა ხიდაშელი მოსწონს 51%-ს (მარტში მოსწონდა 59%-ს).

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწონს გამოკითხულთა 23%-ს. თბილისის მერი გიგი უგულავა – 25%-ს. ვანო მერაბიშვილი მოსწონს 17%-ს (მარტში იყო 26%). უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსწონს 10%-ს.

ლევან ვასაძე მოსწონს 14%-ს.

სახალხო დამცველის მიმართ მოწონება მარტის 18%-დან გაზრდილია 25%-მდე.

კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2,338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

Information

This entry was posted on 15/07/2013 by in პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე