აწყურში მეწყერით დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებელი ქირის გადახდას გაუგრძელებს. რვა ოჯახი რომელიც ერთი წლის წინ მეწყერის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, აწყურში მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება.