”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

NDI–მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, შემცირებულია

9 NDI-ის კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ დღევანდელი პრეზენტაციისას აღნიშნა, მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში, რესპოდენტების 59% აცხადებდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ახალ კვლევბაში კი ეს მაჩვენებელი 45%-მდე შემცირდა.
ასევე შემცირებულია დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი კითხვაზე – არის თუ არა საქართველოში დემოკრატია. როგორც ლუის ნავარომ აღნიშნა, აღნიშნულ კითხვას დადებითად 38%-მა უპასუხა, წინა კვლევისას კი აღნიშნული მაჩვენებელი 43% იყო. რაც შეეხება უარყოფით პასუხებს, იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოში ამჟამად არ არის დემოკრატია, წინა კვლევასთან შედარებით 38%-დან 46%-მდე გაიზარდა.
ლუის ნავაროს ინფორმაციით, ასევე შემცირებულია იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Information

This entry was posted on 12/07/2013 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე