საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულებს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
როგორც ცნობილია, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს რჩევით, მეფე მირიანმა კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა~-ს ადგილზე ხის ეკლესია ააგო. მისი დანგრევის შემდეგ V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ააგო ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი, რომლის ხუროთმოძღვარიც არსაკიძე იყო.
You must be logged in to post a comment.