დასახლება, სოფლის სტატუსის გარეშე და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ახალშენის მოსახლეობა სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ანდრიაწმინდის ტერიტორიულ გაერთიანებაში არსებული დასახლების მაცხოვრებლები მის მიღებას რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობენ. იმის გამო, რომ ტერიტორიას სოფლის სტატუსი არ აქვს ადგილობრივები სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს ვერ იკანონებენ.