საქართველოს საპატრიარქო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, იშხნის რესტავრაციის პროცესში. ამის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება, კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გააკეთა. მეუფე თეოდორეს თქმით, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ თურქი სპეციალისტები არიან ჩართულნი.