ახალციხისა და აწყურის ბიბლიოთეკებში საკადრო ცვლილება განხორციელდა. 1 ივლისიდან თანმადებობა 2–მა თანამშრომელმა დატოვა.
ახალციხის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი ირწმუნება, რომ მათი გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების ვადის ამოწურვაა და საკადრო ცვლილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს. გარდა ამისა, გიორგი ჟუჟუნაძის თქმით, ორივე მათგანი არაპროფესიონალი იყო, ამიტომ მათ პოსტზე ახალი, უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები დასაქმდნენ.
2 ივლისისადან, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვერა საგოიანის პოსტი ნარინე გალოიანმა დაიკავა, ხოლო აწყურის ბიბლიოთეკაში, მაია მარტინენკოს ნაცვლად მუშაობა თათია მოდებაძემ დაიწყო.
You must be logged in to post a comment.