”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადგილობრივ თვითმმართველობაში მშენებელ კომპანიებს არჩევენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვთმმართველობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შემსრულებელი 20 კომპანია და ინდმეწარმე შეარჩია.  კონკრეტულად ვინ ჩაიბარებს პროექტებს, ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე არ დასახელდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ  შერჩეულ კომპანიებსა და ინდმეწარმეებს გამგეობიდან დაუკავშირდებიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს განმარტებით, მათი შერჩევა ისევ მიმდინარეობს და გამოვლენილი კომპანიების რაოდენობას შესაძლოა კიდევ ათი დაემატოს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე