ყველაზე კორუმპირებული ინსტიტუტები საქართველოში. ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საზოგადოება სასამართლოს ყველაზე კორუმპირებულ ორგანოდ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირეს მესხეთშიც. ისევე, როგორც კვლევის შედეგებში, ახალციხელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სასამართლოს ნაკლებად ენდობა.